“ვანო მერაბიშვილი დადიოდა და უცხოელებს ეუბნებოდა, ომი მიშამ დაიწყო…“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი მერაბ მეტრეველის გადაცემაში “პოლიტ-ქალაქი.“ მისი თქმით, ეს ინფორმაცია თავის დროზე ნიკა რურუამ მიაწოდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
“ჩემი მოსაზრება მაქვს, რამ გადაიყოლა “ნაციონალური მოძრაობა“ შიდა დაპირისპირების დროს. ეს იყო ორი კლანის ბრძოლა, ახალაიასი და მერაბიშვილის. ერთმანეთთან ბრძოლამ და კომპრომატების შეგროვებამ, ეს ქვეყანა ბოლო წლებში გადაჩეხა. მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერი, ვანო მერაბიშვილი დადიოდა და უცხოელებს ეუბნებოდა, ომი მიშამ დაიწყოო. გიორგი რურუამ რომ დაწერა ამაზე სოციალურ ქსელში, ეს მან ნიკა რურუასგან იცოდა და მეც მისგან ვიცი.
ნიკა რურუას პირისპირ ურთიერთობები ჰქონდა ამ ხალხთან და ეკითხებოდნენ, რა ხდება თქვენს ქვეყანაში, როდესაც მინისტრი ამას ამბობსო. რაც გიორგი რურუამ დაწერა, ეს არის ზღვაში წვეთი. მე არ გამოვდგები იმისთვის, რომ რაღაცები მოვყვე.
მე ვამბობ, რომ ჩემთვის ისეთივე მძიმე იქნება ვანო მერაბიშვილის რამე გავლენების ნახვა ქვეყანაში, როგორც დღეს არის “ქართული ოცნების”. ჩემთვის ამ რანგშია ეს ორი ამბავი და მე ამის მიზეზები მაქვს. მე და ნიკას ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია… მე ვანოზე ყოველთვის ამ განწყობით ვიყავი, ჩვენ მთელ რიგ პრობლემებს გვიქმნიდა ცხოვრებაში, მაგრამ მაშინ ნიკა სულ ტესტავდა და ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია.
ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის თემასაც გამოეხმაურა.
“ეს ის პარტიაა, რომელიც მიშას ნაკლად უთვლიდა ჩამოუსვლელობას. როდესაც ნიკა მელია მიშას ეჩხუბებოდა, ეუბნებოდა მაქედან ჭკუას ნუ გვარიგებ, ჩამოდი და ისე გველაპარაკეო. მიშას ჩამოსვლა ასი პროცენტით სწორი გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად. მშიშარას იარლიყს, ჯობია ეს დაზიანებული ჯანმრთელობა, რომელიც მგონია, რომ დროთა განმავლობაში გამოსწორდება.