ჟურნალისტი, ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და ლიზა იასკოს შვილი შეეძინათ.
„ლიზა იასკოს და მიშას შვილი შეძენიათ – ჟასმინ იასკო. რავი, მიშას და მაგის შანტრაბას რო კითხო, დაკავების მომენტიდან წამებაში ხდიან სულს არადა, ბავშვებს აკეთებს ტიპი პატიმრობაში”, – წერს ლაბარტყავა.
ცნობისთვის, „ტვ იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შვილი შეეძინა.
“იმედის” მტკიცებით, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს კიევში ძვირადღირებული ბინა და დიდი ოდენობით თანხა გადაუფორმა.
ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, გიული ალასანიამ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს ჟასმინ იასკოს კიევის ცენტრში მდებარე ძვირადღირებული ბინა და დიდი ოდენობით თანხა გადაუფორმა.
“ქრონიკის” ინფორმაციით, ლაპარაკია მილიონ გრივნაზე. რაც შეხება ბინას, ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ბინა ექსპრეზიდენტის დეკლარაციაში არასოდეს ყოფილა.
ამ საკითხზე დასმულ კითხვას გიული ალასანიამ უპასუხა, – ეს საიდან მოიგონეთო…