ვლადიმირ პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა – “საშობაო ზავის” გამოცხადების მოწოდებით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა

0
384
21 Views

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მან ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 00:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდეს.

“საშობაო ზავის” გამოცხადების მოწოდებით დღეს რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

რუსეთის პატრიარქის ინიციატივით, შიდა კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრამდე ღამის 12 საათამდე “საშობაო ზავი” უნდა გამოაცხადონ. უნდა შეწყდეს ცეცხლი, რათა მართლმადიდებელმა ხალხმა შეძლოს შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს ტაძრებში მისვლა და წირვაზე დასწრება.

Cesko