„მილოცვაა თუ რაიმე შეფარული წყევლის მაგვარი? რა კარგად „ტენეს” ჯიპები და მიწები საპატრიარქოს“ – ლაშა ბუღაძე პატრიარქის წერილზე

0
890
28 Views

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ეხმიანება.

სოციალურ ქსელში, ილია II-ის გზავნილი შეაფასა მწერალმა, ლაშა ბუღაძემაც.

“ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად ძალა მოიკრიბეო… რომელი რეალობის? ციხის თუ მეტაფიზიკურის? მილოცვაა თუ რაიმე შეფარული წყევლის მაგვარი?.. რა კარგად “ტენეს” ჯიპები და მიწები საპატრიარქოს… აი, “ჭეშმარიტი რეალობის” შედეგიც“, – წერს ლაშა ბუღაძე “ფეისბუქზე“.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების და აღსაყდრების დღე წერილობით მიულოცა. ექსპრეზიდენტის წერილი საპატრიარქოში ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიიტანა. თავის მხრივ, საპასუხო წერილი მისწერა პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს. ილია II ექსპრეზიდენტს მოლოცვისთვის მადლობას უხდის და უსურვებს მხნეობას “ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“.„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

Cesko