,, თავი მტკივა მაგრამ მოქაჩვის ბრალია და გამივლის” – ნათია ბერიძე

March 26, 12:00
0
368

პოსტივის ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მეგობრებო. ბოდიში ვერ გპასუხობთ ყველას, ხელი იცით რომ
თაბაშირში მაქვს და მიჭირს წერა. მადლობა დიიიდიი თითოეულს, ახლა კარგად ვარ, თავი მტკივა მაგრამ მოქაჩვის ბრალია და გამივლის. კისრის დაჭიმულობა მაქვს ეგაც იმედია მალე
გაივლის.
ჩამიტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და პროცედურა. უკარგესი ექიმები შემხვდნენ, სასწრაფოშიც და ტრამვატოლოგიირშიც. ❤️ ხელი მოტეხილი არ მაქვს, დაზიანებულია იდაყვის რბილი ქსოვილი რომელიც ექიმის თქმით 6-7 დღე
უნდა იყოს ფიქსაციისთვის თაბაშირში რომ გართულება არ მოჰყვეს რაც ყოფილა შესაძლებელი.
გამოკითხვაზე ვიყავი 4-5 საათი, გამომკითხეს ყველაფერი, იმედი მაქვს გამოძიების და მჯერა.
დეტალებს მოგვიანებით დავწერ.
მიყვარხართ და მეიმედებით. საოცრებაა ამდენი ადამიანის სითბო და მხარდაჭერა. ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️”

შეგახსენებთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,  ტელეკომპანია “პოსტვის” ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით  გამოძიება დაიწყო.

Cesko