მაკრონმა ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებს მიაწვდის

0
348
29 Views

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებს მიაწვდის.

„[საფრანგეთის] პრეზიდენტს სურს გააძლიეროს უკრაინისათვის უკვე მიწოდებული სამხედრო დახმარება AMX-10 ტიპის მსუბუქი საბრძოლო ტანკების მიწოდებით. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასავლური წარმოების ტანკები მიეწოდება“, – აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტანკების რაოდენობა და მიწოდების დრო არ დაუზუსტებიათ.

Cesko