“წამებით მკლავენ ტყვეობაში… ჩემთან შვილებსაც აღარ უშვებენ” – მიხეილ სააკაშვილის წერილი ფეიგინს

0
893
23 Views

რუსი უფლებადამცველი, მარკ ფეიგინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პენიტენციური სისტემა მას ტყვეობაში წამებით კლავს.

“დიდი მადლობა სოლიდარობისთვის, ადამიანურობისა და აქციისთვის, რომელიც 4 იანვარს არის დაგეგმილი. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მართალია, პენიტენციური სისტემა წამებით მკლავს ტყვეობაში.

ზელენსკის ფენომენალური მიმართვისა და თქვენი აქტიურობის შემდეგ, ამიკრძალეს მოწევა და შეწყვიტეს [კლინიკაში] ჩემი შვილების შემოშვება. სასამართლო 10 დღით გადადეს. ჩემმა მკურნალმა ექიმმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა და პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობის წინაშე განაცხადა, რომ ჩემი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და კლინიკამ ყველა თავისი შესაძლებლობა ამოწურა” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Cesko