ვიდეო: გიორგი გასვიანი: „დგება მომენტი, როცა ადამიანები ცდილობენ, იდილია დაგინგრიონ… არასწორი კამპანია აგვიგორეს…“

0
831
39 Views

გიორგი გასვიანსა და მის მეუღლეს „დღის პოსტი“ შინ ესტუმრა წინასაახალწლო სამზადისის დროს.

ინტერვიუს ესწრებოდა გიორგისა და მარიტა მელიქიშვილის ვაჟი, უსაყვარლესი გალა.

გიორგი გასვიანი: 

„იმას მოვყვები, რაც ხალხის ნაწილმა არ იცის – გალას ძალიან უყვარს ჭორაობა. თუ ტელეფონზე ვლაპარაკობ, აუცილებლად გაჩუმდება, მოგისმენს, მთავარია, გაიგოს, ვის ელაპარაკები და რა ხდება… ჩვენი ცხოვრება მთლიანად გალაზეა გადართული. როცა გალა ახალგაზრდა ბებია-ბაბუასთან მიდის და იქ რჩება დედასთან ერთად, გავიხედავ ხოლმე და სახლში ისეთი სიცარიელეა… დგება მომენტი, როდესაც ადამიანები ცდილობენ, იდილია დაგინგრიონ. არასწორი ცრუ შემოტევები და კამპანიები, რომლებიც აგვიგორეს, არ იყო მარტივი გასაძლები. გიყურებენ, იმ დღეებში თუ მოკვდები. არ მოკვდები, პირიქით, უფრო ძლიერიც გამოხვიდე იმ ქარცეცხლიდან…“

მარიტა მელიქიშვილი:

„მომწონს, როცა მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ რუსიკოს ძალიან კარგად აღზრდილი შვილი ჰყავს…“

წყარო: fortuna.ge

Cesko