27 Views
კლინიკა „ვივამედის” დირექტორი ნინო ნადირაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ იურისტი შალვა ხაჭაპურიძე ნარკოტიკულ ნივთიერებებზეა დამოკიდებული.
ნადირაძე თავისი ეჭვის არგუმენტად, თავად შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას ასახელებს, რომლის თანახმადაც, კლინიკაში 125 პატიმარია გარდაცვლილი.
„125 პატიმარი ჰყავსო „ვივამედს“ მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე, გარდაცვლილია 2019 წლიდან 19 პაციენტი. რეანიმაცია არ აქვთო, ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს, სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა. მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით”, – წერს ნინო ნადირაძე.