„ცოლები რომ მომყავდა და მერე ვცილდებოდი ამას განვიცდი…“ – რას ყვება გია ჯაჯანიძე?

0
402
18 Views

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე ჟურნალ „თბილისელებს” ესაუბრა.

“ცოლები რომ მომყავდა და მერე ვცილდებოდი. არ იყო ჩემგან გამართლებული ეს საქციელი და ამას განვიცდი.”

კითხვაზე, რას იზამს, თუ საუკეთესო მეგობარი ეტყვის, რომ მისი საყვარელი ადამიანი მოსწონს, ასე პასუხობს:

“უიმე, მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი, რას დავეძებ. რა ვქნა ახლა – თავი მოვიკლა, ერთი მოვკლა თუ მეორე? თუ კი კარგად გრძნობენ თავს ერთმანეთთან, აღარ დავეძებ. გაითვალისწინეთ, რომ 60 წლის ვარ. მიყვარს სიცოცხლე და ცხოვრება. ეს რომ წლების წინ მომხდარიყო, არ ვიცი, რას ვიზამდი.”

მან ასევე ისაუბრა, იმაზეც თუ როდის ყოფილა ყველაზე სასტიკი

“სასტიკი მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ ვარ. ადამიანები მეცოდებიან. ჩემი თავის მიმართ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ვარ. ახლა ინტერვიუს რომ დავასრულებთ, დავჯდები და ვიფიქრებ, რამე ხომ არ გითხარით ისეთი… ასე ვსჯი ხოლმე საკუთარ თავს. ეს კარგია. ამ ბოლო დროს ერთ რამეს მივხვდი, ადამიანს უნდა ჰყავდეს ერთი-ორი ახლობელი, რომელიც დაამდაბლებს. ყველა ადამიანი ამპარტავანია და ვიღაც რომ გამდაბლებს, აზრზე მოჰყავხარ. როდესაც ადამიანს გული მისდის, უნდა ლეწო, აქეთ-იქით, წყალი უნდა მიასხა, ენა უნდა ამოუღო, რომ არ გადაყლაპოს – ანუ, უნდა ატკინო, რომ აზრზე მოვიდეს. როცა მე მამდაბლებენ, აზრზე მოვდივარ ხოლმე. იმიტომაც ვარ ისეთი, როგორიც ვარ. მიყვარს, როცა შენიშვნებს მაძლევენ. ვგიჟდები კრიტიკაზე, ძალიან მიყვარს, იმიტომაც ვარ ასეთი წარმატებული.”

კითხვაზე თუ რა არის მისი ცხოვრების მარცხი ასე პასუხობს:

“ასაკი. ასაკი ამარცხებს ადამიანს”. – ამბობს გია ჯაჯანიძე ჟურნალ “თბილისელებთან”.

“თბილისელები”

Cesko