26 Views
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 430-მა ევროპარლამენტარმა, ხოლო 126-მა – წინააღმდეგ მისცა ხმა.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი პირველად არის ნახსენები, როგორ ოლიგარქი. ივანიშვილისთვის ამ სტატუსის მინიჭება და მისთვის სანქციების დაწესება რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში არ იყო. ოლიგარქად მას მოიხსენიებენ შესწორებაში, რომლის ავტორია ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატი მირიამ ლექსმანი.