,,ატირეს, ანერვიულეს დედაჩემი და ჩემი გამწარებული ბებია…ბახმაროში წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი განადგურებული…” – გივიკო დიდიას ემოციური პოსტი

0
4772
24 Views

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში გუშინ მის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციებს კიდევ ერთხელ ემოციური პოსტით ეხმაურება და მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

,,ატირეს, ანერვიულეს დედაჩემი და ჩემი გამწარებული ბებია. ბახმაროში წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი განადგურებული – ნათელე მირეკავს თუ გინდა ვიცოცხლო, არ იტიროო! მე აუცილებლად მივალ იმ ოჯახში ვის გამოც გადამიარეთ, და აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას. ბოლოჯერ ვეხები ამ თემას და გულით მინდა გითხრათ მადლობა ყველას, თანადგომისთვის. მართლა როგორ გყვარებივართ. მადლობა დაუსრულებლად და მიიღეთ ჩემი დიდი მადლიერება თქვენდამი. მიყვარხართ და იცოდეთ, დღეს მე თქვენ გადამარჩინეთ.
მალე შეხვდებით ისეთ გივიკოს, როგორიც თქვენ გიყვართ”, – წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.

primetime.ge

Cesko