28 Views
ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:
“კეკელიძეზე მანქანა შევაჩერე და მაყალიდან ამომავალი კვამლის წარმომავლობა ვიკითხე.
მოკლედ, სერგო და მისი ლამაზი მეუღლე- თეო პატარა მაღაზიას ფლობენ და იქვე წალამზე მწვადებსა და სოფლის ქათმებს ატრიალებენ შამფურზე.
– ვა, რა მაგარია, მწვადს დაველოდები- ვუთხარი და ის იყო ფანჯარა უნდა ამეწია… – თქვენ ხომ ხათუნა ხართ?- მკითხა მომღიმარი სახით.
– კი, მე ვართქო- ვუპასუხე კმაყოფილმა.
– ხათუნა ხოფერია… – ჩაილაპარაკა თავისთვის. მერე ფანჯარასთან მოვიდა და…. – ჩემი დაწურული ღვინო უნდა გაჩუქო. ქინძმარაული გირჩევნია თუ საფერავი?
– საფერავი… ღვინის სიტკბო მიყვარს. მარტო ქართულ ღვინოს აქვს ბახუსის სიტკბო- ვუთხარი მე ბედნიერმა.
აი, ასე გავიცანი მაგარი კახელი კაცი. თავისი შრომით რომ ქმნის ბედნიერ სივრცეს და არც ადამიანების მოფერება და გამხნევება ეზარება.
სახლში ღვინო გავხსენი და გადავწყვიტე მედღეგრძელებინა ის ადამიანი, ვინც დღეს ყველაზე მეტად იმსახურებს თანადგომას, მადლიერებას, სიძლიერესა და გაუტეხლობას!
– შენ გაგიმარჯოს, ბიძინა!
ვინც ამას კითხულობ ახლა,…. ალავერდი შენთან!!!”