ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის გვერდით ვართ და საჭიროების შემთხვევაში, ერი და ბერი ფეხზე დადგება – რას აცხადებს ია მეტრეველი

0
1233
22 Views

არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხზე მოამაგე ადამიანს, დიდ ქველმოქმედსა პატრიოტს ბატონ ბიძინა ივანიშვილს უსამართლოდ მიაყენონ ზიანი და ცილი დასწამონ. – ასე ეხმაურება ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.

როგორც 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა აცხადებს, ქართველი ხალხის უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას.

„არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხზე მოამაგე ადამიანს, დიდ ქველმოქმედსა პატრიოტს ბატონ ბიძინა ივანიშვილს უსამართლოდ მიაყენონ ზიანი და ცილი დასწამონ. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მის გვერდით ვართ და საჭიროების შემთხვევაში, ერი და ბერი დადგება ფეხზე.“ – წერს ია მეტრეველი.

Cesko