„დუმამ აღნიშნული საკითხები სასწრაფოდ უნდა განიხილოს… საქართველოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის საკითხებში წინსვლას შესაძლებელს ხდის“ – დუმას დეპუტატი

0
2257
22 Views

„სპეცოპერაციის ჩატარებისა და ჩვენს წინააღმდეგ სანქციების არდაწესების მიმართებით საქართველოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხებში წინსვლას შესაძლებელს ხდის“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დუმამ აღნიშნული საკითხები სასწრაფოდ უნდა განიხილოს რადგან „ხალხს მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები სჭირდება“.

„ჩვენ ახლოს ვიყავით ამ საკითხის გადაწყვეტასთან წელიწად-ნახევრის წინ, მაგრამ მაშინ თბილისში მომხდარმა მოვლენებმა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ რუსეთის გადაწყვეტილება გაანადგურა. დღეს ამ საკითხების მოგვარება აუცილებელია, ამიტომ შეეცადეთ, მოაგვაროთ ეს საკითხები“, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

Cesko