ნანა კაკაბაძე: იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკის მოდას თუ მიმართულებებს როგორც წესი, სწორედ ამერიკა განსაზღვრავს, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფსევდოლიბერალების ეპოქა მსოფლიოშიც და საქართველოშიც სრულდება

0
327
19 Views

ამერიკაში, ყველა წინასწარი მონაცემის მიხედვით, 8 ნოემბრის არჩევნებში კონსერვატორები გაიმარჯვებენ. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკის მოდას თუ მიმართულებებს როგორც წესი, სწორედ ამერიკა განსაზღვრავს, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფსევდოლიბერალების ეპოქა მსოფლიოშიც და საქართველოშიც სრულდება, ვინაიდან ამ მახინჯმა იდეოლოგიამ თავისი ანტიადამიანური სახე უკვე მკაფიოდ წარმოაჩინა- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

კაკაბაძე ამერიკის კონგრესსა და სენატში მორიგი შუალედური არჩევნების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ფსევდოლიბერალური ეპოქის ბატონობა სრულდება.

„კონსერვატიზმის ეპოქა ბრუნდება
8 ნოემბერს ფსევდო ლიბერალიზმზე ტრადიციული კონსერვატიზმის გამარჯვების კონტურები იკვეთება.
ამერიკის კონგრესსა და სენატში მორიგი შუალედური არჩევნებია. ამ დღეს გუბერნატორთა ნაწილსაც ირჩევენ.
ალბათ არასდროს ისეთი დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია მსგავს არჩევნებს, როგორიც 8 ნოემბრის არჩევნებს ენიჭება.
დღეს ყველაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ნეოლიბერალური (ჩვენ ამას უფრო ფსევდოლიბერალურს ვუწოდებთ) ძალების რეალური სახე.
ფსევდოლიბერალების მისწრაფებები ტოტალიტარიზმის ისეთი ფორმების მიმართულებით, როგორიცაა ფაშიზმი და ბოლშევიზმი, საგულდაგულოდ შენიღბულია ადამიანებზე ზრუნვის ლიბერალური ლოზუნგებით.
ტრადიციულის უარყოფა, უგულებელყოფა, დაცინვა, 30-იანი წლების ბოლშევიკურ სტილში.
ათეისტური პროპაგანდის წარმოება, მორწმუნეების ბნელებად, ჩამორჩენილებად მოხსენიება.
თავისუფლების ლოზუნგების საფარქვეშ ყველანაირი გარყვნილების დასაშვებად გამოცხადება- წახალისება.
მორალისა და ეთიკის ნორმების დაცვისაკენ მომწოდებლების ჩამორჩენილებად მონათვლა.
„პროგრესულობისა“ და „ცივილიზაციის“ მებაირახტრეების სახელის მითვისება (აქაც გვახსენდება 100 წლის წინანდელი რუსი ბოლშევიკების ყიჟინა, რომლებიც მსოფლიო რევოლუციისთვის იბრძოდნენ და ყველა ანტიკომუნისტს ბნელეთის მოციქულებს ეძახდნენ).
100 წლის წინანდელი გერმანელი ფაშისტი იდეოლოგების მსგავსად დღევანდელი ფსევდოლიბერალები საკუთარ თავს გამორჩეულად მაღალგანვითარებულებად და მსოფლიოს ახალი წესრიგისათვის მებრძოლებად წარმოაჩენენ.
მსოფლიოს დიდ ნაწილს დღემდე მართავს ფსევდოლიბერალთა კასტა, რომელიც მომხმარებლურად ეპყრობა პატრიოტიზმის გაგებას.
ისინი ინტერნაციონალისტები და კოსმოპოლიტები არიან იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება სხვადასხვა ერების თუ ქვეყნების წარმომადგენელ „ლიბერალთა” ერთობას.
ამ კასტას, პრაიდებისა და გეიპარადებისთვის არც სახელმწიფო საზღვრები აინტერესებთ, არც ქვეყნების, არც ერების ტრადიციები და ჩვეულებები.
კონსერვატორებთან დაპირისპირებისას, ისინი მაშინვე ირგებენ დიდი პატრიოტებისა და საკუთარი სამშობლოს ინტერესების დამცველების იმიჯს, რითაც შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.
ქართველი ფსევდოლიბერალები ილია ჭავჭავაძის სახელითა და იდეებით მანიპულირებენ. ილიას ავტორიტეტს ამოფარებულები, მისივე მთავარ ღირებულებებს, მამულს, ენას და სარწმუნოებას, თავისი არსით და შინაგანი ბუნებით ებრძვიან და უპირისპირდებიან.
მსოფლიოშიც, ისევე როგორც საქართველოში, ადამიანის უფლებების ტრადიციული გაგება სრულად დაასამარეს და ის სექსუალური უმცირესობების დაცვის გაგებამდე დაიყვანეს, დააკნინეს.
ფსევდოლიბერალური ეპოქის ბატონობა სრულდება.
ამ ტენდენციამ ევროპაში უკვე იჩინა თავი (უნგრეთი, იტალია, საფრანგეთი…).
ამერიკაში, ყველა წინასწარი მონაცემის მიხედვით, 8 ნოემბრის არჩევნებში კონსერვატორები გაიმარჯვებენ.
იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკის მოდას თუ მიმართულებებს როგორც წესი, სწორედ ამერიკა განსაზღვრავს, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ფსევდოლიბერალების ეპოქა მსოფლიოშიც და საქართველოშიც სრულდება, ვინაიდან ამ მახინჯმა იდეოლოგიამ თავისი ანტიადამიანური სახე უკვე მკაფიოდ წარმოაჩინა.“- წერს ნანა კაკაბაძე.

Cesko