სად მუშაობენ ღუდუშაურის ცოლი, სიდედრი, ცოლის ბიძა, ცოლის ბიცოლა და ცოლის ნათესავი? – ჯანეზაშვილი

0
2979
18 Views

სახალხო დამცველობის კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი:

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას მინდა გამოვეხმაურო ორი სიტყვით.
გასაუბრებაზე ზის პარლამენტის წევრი, ალუდა ღუდუშაური, რომელიც ე.წ. კლანთან დაახლოებული პირია და საბჭოს წევრობის კანდიდატებს კითხვებს უსვამს.
აქ ალბათ უნდა დამეწერა წერტილი, მაგრამ ვინმემ რომ არ თქვას რატომ არის პრობლემა და არ ვიცოდიო, ამიტომ განვმარტავ, თორემ ამის თქმით რომ არაფერი შეიცვლება, ვიცი.

– ალუდა ღუდუშაურის ცოლის ბიძა, ირაკლი შენგელია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია სასამართლო სისტემაში. წლებია იკავებს ჩინჩალაძის მოადგილის თანამდებობას.

– ალუდა ღუდუშაურის სიდედრი სამტრედიის რაიონული სასამართლოს თანამშრომელია (რომელსაც იქამდე სასამართლოში არ უმუშავია)

– ალუდა ღუდუშაურის ცოლი თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა 2020 წლის ჩათვლით (რომელსაც იქამდე სასამართლოში არ უმუშავია).

– ალუდა ღუდუშაურის ცოლის მხრიდან, კიდევ ერთი ნათესავი, ლევან თევზაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

– ალუდა ღუდუშაურის ცოლის ბიცოლა (ანუ ჩინჩალაძის მოადგილის, ირაკლი შენგელიას ცოლი) საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მუშაობს.”

Cesko