სოციალურ ქსელში ორი მსახიობის, თორნიკე გოგრიჭიანისა და კახა კინწურაშვილის ერთ-ერთმა სცენამ, სადაც მათ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს, საზოგადოებაში დიდი კრიტიკა გამოიწვია.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ცვატა ბერძენიშვილი გამოეხმაურა.
“ვიღაც ჟურნალისტს სპექტაკლიდან ამოჭრილი სცენა გამოუდევს, სადაც ორი ქართველი მსახიობი კაცი ერთმანეთს კოცნის, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეს რა ვნახეო.
ამ ამბავმა მსახიობი გია გურგულია გამახსენა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან ხმამაღლა და ამაყად განაცხადა, მეო, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, ფილმში გეის როლს არ ვითამაშებო.
შეგახსენებთ, რომ წლების წინ გია გურგულიამ ითამაშა იმ კაცის როლი, რომელმაც ავღანეთის ომში 10 წლის გოგო დედის თვალწინ გააუპატიურა, მერე ყელი გამოჭრა და დედაც ზედ დააკლა, მაგრამ “კაცია და გეის როლს არ ითამაშებს ძმაო…”
მაღალ ზნეობად შეფუთული რამხელა მორალური ხრწნა ჩანს ამ ყველაფერში…”, – წერს ფსიქოლოგი.