რატომ იგრძნობოდა საქართველოში მიწისძვრა უფრო მკვეთრად, ვიდრე შეიძლება თავად ეპიცენტრში, არის თუ არა ეს საშიში- რას აცხადებს ექსპერტი

0
1181
20 Views

ამ დილით მიწისძვრა მოხდა ჩრდილოეთ კავკასიაში, დაღესტნის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრის დაშორებით. იგი ძალიან საგრძნობი იყო საქართველოშიც.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე აღნიშნავს, თუ რატომ იგრძნო ბიძგი მკვეთრად საქართველოს მოსახლეობამ.

„ღრმაკერიანი მიწისძვრა არის, დაახლოებით 42-50 კილომეტრამდეა მიწისძვრის სიღრმე. ტექტონიკური თვალსაზრისით საინტერესო მიწისძვრაა. ამ სიღრმის გამო იგრძნო უფრო საქართველოს მოსახლეობამ, ვიდრე ეპიცენტრში შესაძლებელია გრძნობდნენ ამ დროს. მომყოლი მიწისძვრებიც იყო, საშიში აბსოლუტურად არაფერია, არ არის ეს დიდი მიწისძვრა“, – წერს გოდოლაძე.

Cesko