სერგეი რიაბკოვი არ გამორიცხავს, პატიმრების პოტენციურ გაცვლას აშშ-სთან წლის ბოლომდე

0
348
19 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი არ გამორიცხავს, პატიმრობაში მყოფი ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი და ჯაშუშობაში მხილებული პოლ უელანი წლის ბოლომდე ვიქტორ ბუტიში გაცვალონ.

„შანსი ყოველთვის არსებობს. სამწუხაროდ, რამდენიმე სიტუაცია იყო ადრე, როდესაც ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, თუმცა არ მოხდა. მინდა აღვნიშნო, რომ თუ ეს მოხდება, ეს ეჭვგარეშე იქნება პოზიტიური სიგნალი, რომ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში ყველაფერი უიმედო არ არის“, – აღნიშნა რიაბკოვმა.

ცნობისთვის, ივლისში CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ბრიტნი გრაინერისა და პოლ უელანის სანაცვლოდ, მოსკოვს აშშ-ში დაპატიმრებული რუსი ბიზნესმენის, იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტიში გაცვლა შესთავაზა, თუმცა რუსეთმა ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაც მოითხოვა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით არის დაკავებული.

Cesko