ვის გაურიგდა სალომე ზურაბიშვილი და რაში ცდილობს გადაცვალოს სააკაშვილის შეწყალება

0
3017
27 Views

“სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს:

დადგება თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი?! სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებას მაღალი ფასი დაადო და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს! სააკაშვილის შეწყალებაზე ნათქვამი “არა და არასდროს” შესაძლებელია, ევრო- სტრუქტურებში თანამდებობის მიღებით და მსხვილი მერკანტილურ გარიგებით ჩანაცვლდეს!
სააკაშვილის „ნობათს“ ნაჩვევი“ ევრო პარლამენტარებისა და სენატორების გააქტიურებამ სალომე ზურაბიშვილის ბრუსელსა და პარიზში ბოლო ვიზიტმა და „მიშისტების“ თანხვედრილმა მოწადინებამ, სააკაშვილის შეწყალებაზე ახალი ეჭვი გააჩინა.

ორი კვირის წინ ვივარაუდე ( ქვემოთ იხილეთ სტატია), რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, სააკაშვილის შეწყალებაზე კულუარულ გარიგებებს აწარმოებს და საქართველოში დაბრუნებისას გაირკვეოდა , თუ რა პოზიციას დააფიქსირებდა. ყველაფერი სწორედ ისე მიდის , რა ვარაუდიც გამოითქვა. რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობით დაინტერესდა და შეწყალების საკითხსაც შეეხო! მეხუთე კოლონა საზოგადოებას აჩვევენ იმ აზრს, რომ შეწყალებაზე გადაწყვეტილება , „ქვეყნის ინტერესების აუცილებლობიდან“ გამომდინარე არის საჭირო!

ზოგადად მსჯავრდებულებზე შეწყალების კონსტიტუციური უფლების გამოყენება საჭირო და აუცილებელი მექანიზმია, რომელიც საშუალებას აძლევს პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჰუმანურობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით მიიღოს.

სამწუხაროდ ამ პროცესმა ზურაბიშვილის ხელში, პოლიტიკური შეკვეთისა და პირადი ინტერესების გამოვლენის ხასიათი მიიღო. სააკაშვილის შეწყალების საკითხიც ამ კონტექსტში განიხილება.

დასავლეთიდან შეკვეთა სახეზეა, სააკაშვილის საკითხი არაერთგზის გაჟღერდა ევრო ტრიბუნიდან და რეზოლუციებში დაფიქსირდა, ხოლო ადგილობრივი „მიშისტები“ მონდომებას არ აკლებენ, რომ პრეზიდენტს გაურიგდნენ და საწადელს მიაღწიონ.

სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის , რომ შემდგომ არჩევნებზე პრეზიდენტად არავინ აირჩევს და რაიმე თანამდებობასაც არ მიიღებს. როგორც ჩანს , მას საერთაშორისო ან ევრო სტრუქტურაში სანაცვლო თანამდებობას შეპირდნენ, ხოლო სააკაშვილის ადგილობრივი თუ საზღვარგარეთ მყოფი მხარდამჭერები ფინანსურ უზრუნველყოფაზე უკან არ დაიხევენ.

ზურაბიშვილს სააკაშვილზე წყენა არ დაუმალავს, მაგრამ მას საშუალება ეძლევა მისი შეწყალება კარგად გაასაღოს , თან „ქართულ ოცნებაზე „გაბუტვა“ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ამ გადაწყვეტილებისთვის პრეზიდენტს შესაბამის მიზეზის შექმნა და ხელსაყრელი მომენტი სჭირდება. ამის ორგანიზებას თვითონვე აანონსებს და მიზეზსაც ასახელებს: სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებაზე ექსპერტთა დასკვნა, სასამართლოს უარი სასჯელის მოხდის გადავადებაზე და საზღვარგარეთ მკურნალობაზე.

ამ გარემოებების დადგომას ელოდება პრეზიდენტი, რომ სააკაშვილის შეწყალება გააფორმოს.

მიშას ფანატები, ინტენსიურად მუშაობენ შეწყალების საბაბის შესაქმნელად და პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძვლის მოსამზადებლად. ისიც არ უნდა გამოირიცხოს ,რომ კულუარული შეხვედრა და გარიგება მათ შორის უკვე შედგა!

ასე რომ, არ გაგიკვირდეთ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩვეული მანერით გამოვიდეს და თქვას,“ საქართველოს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ევრო კავშირის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ჰუმანურობაზე დაყრდნობით ვღებულობ გადაწყვეტილებას სააკაშვილის შეწყალებაზე“!

მე არ ვისახავ მიზნად , დისკრედიტაცია გავუკეთო შეწყალების უფლებას, პირიქით ეს გამოყენებულ უნდა იქნეს, გამოუვალ- უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილ და უსამართლოდ დასჯილ მსჯავრდებულთა გასათავისუფლებლად. მსოფლიოში არ მოიძებნება ისეთი პრეცენდენტი, როცა ბიუჯეტის ქურდს, ქვეყნის მთლიანობის მომშლელს და მოძალადეს, რა თანამდებობაც არ უნდე ეკავოს მას, ასე სათუთად ზეკანონიერად ეპყრობოდნენ, როგორც სააკაშვილს. დავფიქრდეთ, რა მოელოდა ნებისმიერ , სააკაშვილის რეპრესიულ საპყრობილეში რომ მოხვედრილიყო, გავრცელდებოდა თუ არა მასზე კანონის მოთხოვნები!

რა პასუხი უნდა გაეცეს იმ მსჯავრდებულებს, რომელნიც წლებია ლმობიერ და ჰუმანურ დამოკიდებულებას ელიან სახელმწიფოსგან, სანაცვლოდ კი სააკაშვილის ჩანასუნთქ-ამონასუნთქის ანალიზს ისმენენ ყოველდღიურად!

ყველამ თავისი დასკვნა უნდა გააკეთოს, მაგრამ ფაქტი ერთია, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ინტერესების დაცვისთვის არაფერი გაუკეთებია, ყველა ტრიბუნიდან საქართველოს უსაფუძვლო დადანაშაულებას აჟღერებს!

სალომე ზურაბიშვილმა დისკრედიტაცია გაუკეთა პრეზიდენტის ინსტიტუტს, რისთვისაც არ არის გამორიცხული მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს!

PS. კარგი იქნება გამოქვეყნდეს, სტატისტიკა: რამდენი განაცხადი შევიდა პრეზიდენტს სახელზე შეწყალებასთან დაკავშირებით, რამდენი შეიწყალა და რა დაედო შეწყალებას საფუძვლად, რამდენია აქედან პოლიტიკური შეკვეთით და პირადი ინტერესებით შეწყალებულნი. რამდენ მსჯავრდებულს ეთქვა უსაფუძვლოდ უარი და რამდენი ელოდება წლობით, პრეზიდენტის ნებას?! – წერს ლევან მამალაძე.

Cesko