(ვიდეო) ცოლმა ქმრის საყვარელი თმით ითრია და ქმარს მასთან გაფრენის საშუალება არ მისცა

0
1351
26 Views

კოლუმბიის აეროპორტში ნამდვილი სასიყვარულო დრამა გათამაშდა: ეჭვიანი ცოლი თმაში წვდა ქმრის საყვარელს, რათა არ მიეცა წყვილისთვის დასასვენებლად ერთად წასვლის საშუალება. თვითმხილველებმა სკანდალი ტელეფონით გადაიღეს და ეს ვიდეო მალევე გახდა ვირუსული.
როგორც კადრებში ჩანს, ცოლი ქმარს ეჩხუბება და თან ცალი ხელით, მთელი ძალით უჭირავს ქმრის საყვარლის თმა. ქმარი ცდილობს, ცოლს ხელი გააშვებინოს, მაგრამ უშედეგოდ. ცალკე ყურადღებას იმსახურებს საყვარლის მოთმინების უნარი, რომელიც ამ ტანჯვას ხმის ამოღების გარეშე იტანს და მომენტს ელოდება.
„მოიშორე თავიდან ეს ქალი, ან აქვე ავტეხ სკანდალს. ხელს არ გავუშვებ. მომკალი, ციხეში მოხვედრა თუ გირჩევნია.“
ვიდეო კოლუმბიის ერთ-ერთი სოციალური ქსელის ჯგუფში გაჩნდა, რამდენიმე დღეში 700 ათასი ნახვა და ასევე, დიდი რაოდენობით გაზიარება დააგროვა. კომენტარებში მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ასეთი დამაინტრიგებელი ვიდეოს გამოქვეყნება დასასრულის გარეშე ნამდვილი სისასტიკეა. ამ დრომდე უცნობია, შეძლეს თუ არა საყვარლებმა ერთად გამგზავრება და საერთოდაც, როგორ დამთავრდა ამ სასიყვარულო სამკუთხედის ისტორია.

Cesko