“გადადგილება უჭირს… ავადმყოფობის ისტორიაში არაფერი არ წერია” – ხაჭაპურიძე

0
323
1,009 Views

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ინახულა, მედიასთან განაცხადა:

“კითხვებს სვამს, რა მჭირს რა ხდება ჩემს თავს, რა ხდება? პასუხები არ არის ამ ყველაფერზე. პასუხი არის სტრესის გამო გაქვს? საკუთარი შვილი, რომ ჰყავდეთ ასეთ მდგომარეობაში და ექიმი რომ ეუბნებოდეს, რომ სტრესის გამო გაქვს მეექვსე თვეა 38 სიცხე ნორმალური იქნებოდა და მათთვის მისაღები პასუხი იქნებოდა? 18-ში დაიდება ეს დასკვნა და გაეცემა პასუხი ამ კითხვებს, იმიტომ, რომ ავადმყოფობის ისტორიაში მსგავსი რამ, რომ სააკაშვილს სტრესის გამო სჭირს თმებს ცვენა… ტუბერკულოზის ნიშნები, გადადგილება უჭირს… ავადმყოფობის ისტორიაში არაფერი არ წერია”

შეგახსენეთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კვლევა გუშინ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
კვლევა სავარაუდოდ ტუბერკულოზს უკავშირდება.

Cesko