მელიას წინააღმდეგ ამ შეთქმულებას უკვე ვიცით ვინც ხელმძღვანელობს, ეს არის კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ერთობა, რომლის ფავორიტადაც ჰყავთ გამოყვანილი ხაბეიშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილი განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, მელიას ძმები ახალაიები მფარველობენ.
„როგორც ჩანს, მელიასაც ჰყავს თავისი დამცველები. ჩემი ინფორმაციით ესენი არიან ძმები ახალაიები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გარკვეულ წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში იყვნენ იგივე მერაბიშვილთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.