ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა – სად და როგორ მოხდა საბედისწერო შემთხვევა? (ფოტო)

0
999
20 Views

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აღა­ი­ან­თან, სა­დაც მომ­ხდარ მო­რიგ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ქალი ემსხვერ­პლა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა წუ­ხელ მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლი ბელა მცხვე­თა­ძეა, რო­მე­ლიც სო­ფელ სამ­თა­ვის­ში ცხოვ­რობ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას ერთი შვი­ლი დარ­ჩა. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეოც, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წამით ადრე მან თავად გადაიღო.

სამწუხარო ინფორმაციას „მებრძოლი სული” გამოეხმაურა, რომელმაც ჯგუფ „არმიაში” დაწერა, რომ გარდაცვლილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

„ავტოსაგზაო შემთხვევით დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ბელა მცხვეთაძე. არაჩვეულებრივი ადამიანი, ძლიერი დედა, ერთგული მებრძოლი და სამშობლოზე შეყვარებული მანდილოსანი იყო. უფალმა გაანათლოს მისი მებრძოლი სული ამინ”, – წერს მებრძოლი სული.

Cesko