ვანგას წინასწარმეტყველება დაბადების თარიღის მიხედვით

0
790
17 Views

ფოტოზე ნახეთ თქვენი დაბადების თვისა და წლის გადაკვეთის წერტილი. შესაბამისი რიცვით კი მოძებნეთ წინასწარმეტყველება.

1. თქვენი გზა დასახული მიზნისკენ მიდის; გამოგივათ ყველაფერი, რაც ჩაიფიქრეთ.

2. გავლენიანი ადამიანები და ბედნიერი შემთხვევა სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ.

3. ერთმანეთის მიყოლებით წარმოქმნილი დაბრკოლება გეგმების განხორციელებაში შეგიშლით ხელს.

4. მიზნების განხორციელება თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ მოთმინებას გამოიჩენთ, სასურველს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით.

5. ახლა მხოლოდ სწავლაზე უნდა იყოთ ორიენტირებული; სხვა დანარჩენი გვერდზე გადადეთ.

6. არ აჩქარდეთ, გააზრებულად იმოქმედეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწევთ მიზანს. თქვენი დევიზია:
‘იჩქარე ნელა~.

7. განგება გამოცდასა და სირთულეებს გთავაზობთ. ეცადეთ, ღირსეულად გაართვათ თავი ყოველივეს.

8. სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შეიცვლება. გამოავლინეთ დიპლომატია, რომ დაბრკოლებებმა ხელი არ შეგიშალოთ.

9. მოთმინებით აღიჭურვეთ და ყველაფერს მიაღწევთ, რასაც მოინდომებთ. ახლა ნაჩქარევად მოქმედება დაუშვებელია.

10. ახლა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. სხვებმა შეიძლება ‘დათვური სამსახური~ გაგიწიონ.

11. გამარჯვებული გამოხვალთ. სიურპრიზი გელით, მოულოდნელ დროსა და მოულოდნელ ვითარებაში.

12. სიფრთხილე გმართებთ, შეიძლება სწორად ვერ გათვალოთ საკუთAრი ძალები და შესაძლებლობები.

13. ენერგიის ნაკლებობას განიცდით, ნერვულად აღგზნებული ხართ. სურვილის ასრულება ცოტა ხნით უნდა გადადოთ.

14. მშვიდად იყავით, _ ყველაფერს თავის დროზე მიიღებთ. ახლა კი საყოველდღიურო საქმეებით შემოიფარგლეთ.

15. გეგმების განხორციელებას ნუ იჩქარებთ. მაარტოობა, თანამოაზრეების არარსებობა და ახლობლებისგან მიუღებლობა გელით.

16. შეგიძლიათ აკეთეთ ყველაფერი, რაც თავში აზრად მოგივათ. კარგი პერიოდია სპონტანური ქმედებისთვის.

17. განმარტოვდით და დაფიქრდით, ნამდვილად გსურთ ის, რისკენაც მიისწრაფვით?

18. დაელოდეთ სასურველ მომენტს, დაუფიქრებელი ქმედებითა და რისკით შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეთ.

19. თქვენზეა დამოკიდებული ცხოვრების ახალ საფეხურზე გადახვალთ თუ არა. ცხოვრება შანსს გაძლევთ, არ გაუშვათ იგი.

20. ჰარმონია შეინარჩუნეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. რასაც გასცემთ, იმასვე მიიღებთ.

21. ცხოვრება გადაგიხაზავთ ყველა ძველ გეგმას და ახალ ინტერესებსა და საშუალებებს შემოგთავაზებთ.

22. დაძლიეთ ეგოიზმი და ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. თანამშრომლობისას მეტად გამოავლინეთ დოპლომატია და მოთმინება.

23. ყველაფერი ისე ასრულდება, როგორც ჩაიფიქრეთ. ეს დადებითად წაგადგებათ თქვენც და ყველას, თქვენ გარშემო.

24. იმ იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ, რომლებიც წარმოსახვაში გაქვთ.

25. შეიძლება ზოგიერთი იდეა ისე არ განხორციელდეს, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, კარგად გაიაზრეთ მცირე დეტალებიც კი.

26. დროებით, საოჯახო საქმეების მოგვარებით უნდა დაკავდეთ. ოჯახის წევრებში ავტორიტეტი უნდა აიმაღლოთ.

27. დააგროვეთ ცოდნა და გამოცდილება სასურველის მისაღწევად. კარგი პერიოდია თვითგანათლებისთვის.

28. თუ ოპტიმისტურად განეწყობით და გააზრებულად იმოქმედებთ, დაბრკოლებებს მარტივადა გადალახავთ.

29. წარმატებული საქმიანობისთვის ჯერ გარშემო მყოფებთან უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება. აღადგინეთ ძველი კონტაქტები, გაიჩინეთ ახალი
მეგობრები, თანამოაზრეები.

30. ტაქტიკური სვლები მაქსიმალურად მიგაახლოებთ წარმატებას. მთავარია, მონდომება.

31. დადგა დრო ყველაზე რთულად შესასრულებელი იდეების განსახორციელებლად.

32. კრიზისიდან გამოსასვლელი ახალი მეთოდები უნდა მოძებნოთ. ნუ გეშინიათ, ყველა უსიამოვნებას უკან მოიტოვებთ.

33. გარშემო მყოფებსა და საკუთარ თავში არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული. ამიტომაც, ფერხდებით და ვერ აღწევთ სასურველს.

34. სურვილების ასრულებამდე ბევრი გიკლიათ. მეტი შრომა და ყურადღება გმართებთ.

35. სასურველი მისაღწევად წინააღმდეგობების გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ ბრძოლაში შეიძლება წარსულში მიღწეულები დაივიწყოთ.

36. თქვენი გამარჯვება და წინსვლა გარშემო მყოფებს შურს აღუძრავთ. თუმცა, ჭორებსაც კი არ მიაქციოთ ყურადღება.

37. აკონტროლეთ ხარჯი. წინააღმდეგ შემთხვევაში უაზროდ გაფლანგულ ფულზე დარდი დიდხანს დაგკარგავთ მოსვენებას.

38. სასურველის მისაღწევად მხოლოდ სურვილი არ კმარა. გამოიჩინეთ ინიციატივა, თვითრეალიზაცია და ყველაფერი გამოგივათ.

39. საჭირო ინფორმაციას მიიღებთ.

40. თქვენი გეგმები და სურვილები დახარჯული დროისა და ძალების პროპორციულად ასრულდება.

 

Cesko