24 Views
დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უკრაინაში Starlink-ის 1300 ტერმინალი გაითიშა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, SpaceX-მა მიმართა პენტაგონს თხოვნით, დააფინანსოს თანამგზავრული ტერმინალები, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები იყენებენ. ილონ მასკმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ Starlink-ი უკრაინაში მუშაობას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა დაფინანსება.
ტერმინალების მუშაობაში შეფერხება 24 ოქტომბერს გაჩნდა. CNN-ის წყაროს ინფორმაციით, პრობლემა დაფინანსების ნაკლებობას უკავშირდება.
CNN-ის ცნობით, სექტემბრისთვის უკრაინელი სამხედროების მიერ Starlink-ის გამოყენებისთვის დაგროვილმა დავალიანებამ 20 მილიონ დოლარს მიაღწია.