„ჯაფარიძე ჯერ ისე წავიდა პარტიიდან, ნახვამდის არ უთქვამს იმ ადამიანებისთვის, ვინც ადგილზე ვიბრძოდით… ნუ ოქეი, წავიდა, წავიდა“ – ანი წითლაძე

0
529
32 Views

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას -„სწორი გზა არის პოლარიზება, მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არის ერთობა“ – ეხმაურება:

„მახსოვს ზურაბ ჯაფარიძის აბსოლუტურად განსხვავებული განცხადებები, როდესაც საუბრობდა, რომ პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნებაა“ და პირიქით, რომ ეს პარტიები არიან მონსტრები და უნდა იყოს ბევრი პარტია, რომ პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანი უნდა გახდეს. ეს პოზიცია ჰქონდა ზურაბ ჯაფარიძეს მაშინაც, როცა ჩვენი პარტიიდან წავიდა და ეს პოზიცია ჰქონდა შემდეგაც. არ ვიცი, რა არის მისი პოზიციების შეცვლის მთავარი მიზანი, მაგრამ ვერ დავეთანხმები ამაში. ზურა ჯაფარიძეს ჰყავს თავისი ამომრჩეველი და უნდა იზრუნოს ამომრჩევლის გაზრდაზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი და პირიქით, რაც უფრო მეტი და მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკური სპექტრი, კარგია. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა ამ პატარა პარტიას, მაგრამ არის წითელი ზღვარი, რომლებიც არ უნდა გადმოლახონ, უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა გადმოლახონ და ჩვენი სიჩუმე სათავისოდ არ გამოიყენონ.

როდესაც ერთობაზე საუბრობენ, მე ვერ ვხედავ ამ ერთობის ვერანაირ კონკრეტულ შინაარსს, რადგან მთავარ თემებზე გავიგეთ და მთელი ოპოზიციური სპექტრი ვთანხმდებით. თუ გველაპარაკებიან და საბოლოოდ დადიან ერთიან სიაზე, ჩვენ პირიქით ვეუბნებით, რომ არ არის ეს სწორი. ერთი, რომ არასწორია, როდესაც პოლიტიკური პატიმრები გვყავს, ერთიან სიაზე ვილაპარაკოთ. მეორე – მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ რეალურად ეშინიათ 5%-იანი ბარიერის და ამაზე ფიქრობენ. მესამე – ის, რომ თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით უნდათ ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ 2024-ში მოხვდნენ პარლამენტში, ჯერ ერთი, რა დროს 2024 წლის პარლამენტია. წარმოუდგენელ ამბავში ვართ, ისტორიულ ზღვარს გავდივართ, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს და 2024-ში ვინ იქნება პრაიმერისით პრემიერობის კანდიდატი ან ვინ იქნება საერთო სიაში, ვფიქრობ, არ არის სწორი.

…წითელ ხაზებში ვგულისხმობ იმას, რომ ისეთი ადამიანები გვამუნათებენ ერთობაზე, რომლებმაც თავის დროზე ერთობა დაარღვიეს. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს. ჯაფარიძე ჯერ ისე წავიდა პარტიიდან, არც დაგვემშვიდობა და ნახვამდის არ უთქვამს იმ ადამიანებისთვის, ვინც ადგილზე ვიბრძოდით. ნუ ოქეი, წავიდა, წავიდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე მეტი გააკეთა ერთობისთვის, ჩვენი ამომრჩეველი საერთოდ არ იყო აღფრთოვანებული ამ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და არც იმით, რომ ჩვენ თბილისის მაჟორიტარები მთლიანად დავუთმეთ ოპოზიციურ ერთობას. თუმცა დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარები რომ ყოფილიყვნენ, გამარჯვების ბევრად მეტი შანსი გვექნებოდა. ახლა ერთობაზე გვამუნათებენ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა და პარლამენტში შევიდნენ, დაგვტოვეს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როდესაც ჩვენ ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე. მერე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თამაშობდნენ, რომ თვითონ იყვნენ კონსტრუქციული ოპოზიცია და ჩვენ ვიყავით დესტრუქციული ოპოზიცია და ვიყავით ქუჩის ოპოზიცია. ამ ერთობის მთავარმა დამრღვევებმა წითელი ხაზი გადმოკვეთონ და გვეძახონ, თურმე ერთობა არ გვინდა, ამას ვერ დავეთანხმები ნამდვილად. თუ ერთობაში გულისხმობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით უნდათ სადმე გასვლა, მაშინ საერთოდ რას მიდიოდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“

Cesko