27 Views
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა ბაქოსთან ურთიერთობა რუსეთის შეთავაზებული წინადადების საფუძველზე აღადგინოს.
“სექტემბრის დასაწყისში სომხეთი დათანხმდა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებსა და პარამეტრებზე მუშაობას და მზად არის ამის სოჭში დასადასტურებლად. იმედი გვაქვს, რუსეთი საკუთარ წინადადებას მხარს დაუჭერს”. – თქვა ფაშინიანმა.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრა შესაძლოა სოჭში გამართულიყო. შეხვედრა 31 ოქტომბერს გაიმართება.