„უკრაინაში სპეცოპერაციის ყველა მიზანი შესრულდება, რაც არ უნდა დრო დასჭირდეს“ – სერგეი ლავროვი

September 22, 09:56
0
312

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ყველა მიზანი შესრულდება.

„დასავლეთმა თავისი ქმედებებით უკრაინაში რუსოფობიური ნეონაცისტური რეჟიმის აღზრდით, სამხედრო განვითარებითა და მისი ტერიტორიის რუსეთის შეკავების პლაცდარმად გადაქცევით სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებისა.

ცნობილია მისი მიზნები: დონბასის მოსახლეობის დაცვა, რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღმოფხვრა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ყველა მათგანი რჩება აქტუალური და შესრულდება, რაც არ უნდა დრო დასჭირდეს“, – განაცხადა ლავროვმა ჟურნალ Newsweek-თან ინტერვიუში.

Cesko