27 Views
კრემლმა უნდა იცოდეს, რომ დასავლეთს უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისი ფული ექნება, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.
„კრემლმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-მა უკრაინისთვის მორიგი მრავალმილიარდიანი საფინანსო დახმარება გამოაცხადა, ევროკავშირიც ასევე დაეხმარება [უკრაინას], და ეს ფული საკმარისი იქნება უკრაინული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
პოლონეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი პოლონეთის მნიშვნელოვან როლს ხედავს უკრაინისათვის ევროპული სახსრების გაცემის პროცესში, რადგან ევროკომისია ცდილობს თანხების გამოყოფას კიევისთვის, მაგრამ ამ გადასახადების განხორციელების მექანიზმის მხრივ საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა.