ბლინკენი: აშშ ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესიის დასრულებით დაინტერესებულია

October 22, 10:28
0
220

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ვერ ხედავს მტკიცებულებას, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესიის დასრულებით დაინტერესებულია.

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ რუსეთთან დიპლომატიის წინსვლისთვის ყველა საშუალებას განიხილავს, თუკი დაინახავს ამის შესაძლებლობას, თუმცა ამ მომენტში მოსკოვი არ აჩვენებს რაიმე ნიშანს მოლაპარაკებებში ჩართვის კუთხით.

„ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს მნიშვნელოვან დიპლომატიაში ჩართვა და აგრძელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

Cesko