თურქეთში 1 600 წლის შემდეგ არქეოლოგებმა წმინდა ნიკოლოზის საფლავი აღმოაჩინეს

0
468
27 Views

თურქეთში უძველეს ეკლესიაში გათხრების დროს არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სამარხი, რომელიც წმინდა ნიკოლოზს ეკუთვნოდა.

Express-ის ცნობით, საფლავი იპოვეს ეკლესიაში, რომელიც ოდესღაც ხმელთაშუა ზღვამ დატბორა და რომლის ადგილზე გაცილებით მოგვიანებით აშენდა კიდევ ერთი ეკლესია. მაგრამ 1 600 წელზე მეტი ხნის შემდეგ, არქეოლოგებმა შეძლეს საფლავის აღმოჩენა ოდესღაც დატბორილ ეკლესიაში, ქალაქ დემრეში, სამხრეთ თურქეთში, ანტალიის რეგიონში.

„პირველი ეკლესია დატბორა ხმელთაშუა ზღვის აწევით და რამდენიმე საუკუნის შემდეგ ზედ ახალი ეკლესია ააგეს. ახლა მივაგენით პირველი ეკლესიის ნაშთებს და იატაკს, რომელზედაც წმინდა ნიკოლოზმა დააბიჯა“,  – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ანტალიის პროვინციული საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან ერავსარმა.

Cesko