20 Views
აშშ-ში მეტეორიტი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამის შესახებ CBS-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ნიუ-ჯერსის შტატში, ჰოუპველში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეტეორიტის სიგრძე 15 სანტიმეტრი, სიგანე კი 10 სანტიმეტრია.
მეტეორიტმა საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია და ერთ-ერთ საძინებელში ჩამოვარდა. ინციდენტის დროს სახლში არავინ იმყოფება. მეტეორიტი მოგვიანებით სახლის პატრონმა იპოვა.
ფრანკლინის ინსტიტუტის წამყვანი ასტრონომის, დერეკ პიტსის თმით, მეტეორიტის ასაკი შესაძლოა 4-5 მილიარდ წელს აღწევდეს.