აშშ-ის, რესპუბლიკურ პარტიაში განხეთქილებამ უკრაინისთვის დახმარების გაწევას, შესაძლოა ხელი შეუშალოს- Politico

0
355
34 Views

აშშ-ში თუ რესპუბლიკელები უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა შეერთებული შტატების დახმარება, რომელიც უკრაინას ეწევა, შეფერხდეს. აღნიშნულ საკითხზე რესპუბლიკურ პარტიაში შიდა განხეთქილებაა. ამის შესახებ უკრაინული მედია Politico-ზე დაყრდნობით იტყობინება.

აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიაში განხეთქილებაა იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანს უნდა დაეხმაროს შეერთებული შტატები უკრაინას.  ეს ხდება შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე. რესპუბლიკელებს კონგრესში უმრავლესობის მოპოვება შეუძლიათ.

ამჟამად ორი ბანაკი იქმნება. ერთს ხელმძღვანელობს კევინ მაკკარტი, რომელიც მომავალ წელს შეიძლება გახდეს რესპუბლიკური პალატის სპიკერი. მეორეს ხელმძღვანელობს სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი, რომელიც აგრძელებს უკრაინის დამატებითი დახმარების მხარდაჭერას.

Cesko