„პირველი ეპიზოდი შედგა, დანარჩენიც იქნება“ – მედვედევი უკრაინაზე ახალი მასიური დარტყმების შესახებ

0
410
27 Views

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე ახალ მასიურ დარტყმებს ამზადებს. ამის შესახებ მედვედევი ტელეგრამზე წერს.

„პირველი ეპიზოდი შედგა, დანარჩენიც იქნება“, – აცხადებს მედვედევი.

უკრაინული მედია წერს, მედვედევმა კვლავ გაიმეორა კრემლის ნარატივი, რომ უკრაინის „ნაცისტური რეჟიმი“ მუდმივ, პირდაპირ და აშკარა საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას.

„ამიტომ, ჩვენი ხალხის და ქვეყნის საზღვრების დაცვის გარდა, ჩვენი მომავალი ქმედებების მიზანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს უკრაინის პოლიტიკური რეჟიმის სრული დემონტაჟი“, – განაცხადა მედვედევმა.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს აგრესორი ქვეყნის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტზე პასუხი იყო.

Cesko