22 Views
ბელარუსი მეზობელ ქვეყნებთან ომს არ დაიწყებს, – ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბელარუსი უკრაინას პასუხს მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუ ეს უკანასკნელი მის „პროვოცირებას“ მოახდენს.
„ჩვენ არ გვინდა ბრძოლა ლიეტუველებთან, პოლონელებთან, მით უმეტეს უკრაინელებთან. თუ მცდარ ნაბიჯებს არ გადადგამთ, მაშინ ომი არ იქნება. დღეს ჩვენი უკრაინელი მეზობლები შეშფოთებულნი არიან ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივი რეგიონალური დაჯგუფების განლაგების შეთანხმების გამო. ამაზე ჩვენი ერთი პასუხი გვაქვს: პროვოცირებას ნუ ახდენთ, თქვენთან ბრძოლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ხრენინმა.