ანჯელინა ჯოლის სკანდალური ბრალდება ბრედ პიტის მიმართ: “შვილს ახრჩობდა, მეორეს სახეში გაარტყა”

0
357
50 Views

გამოცემა Variety ანჯელინა ჯოლის სკანდალური ბრალდების შესახებ წერს. როგორც ცნობილია, ანჯელინამ ბრედ პიტი ოჯახში ძალადობის ფაქტზე ამხილა და სასამართლოში საჩივარი შეიტანა. მისი მტკიცებით, 2016 წელს თვითმფრინავში პიტმა ერთ-ერთი შვილის დახრჩობა სცადა, მეორეს კი სახეში ხელი გაარტყა. ამის შემდეგ ანჯელინა შეაჯანჯღარა, ხელი ჰკრა და კედელს მიანარცხა.

საქმეში მითითებულია, რომ პიტს შელაპარაკების მომენტში ლუდი და წითელი ღვინო ჰქონდა დალეული.
ბრედ პიტის წარმომადგენელმა ყველა ბრალდება უარყო:

“ჯოლი აგრძელებს ლაპარაკს 6 წლის წინ მომხდარ ამბავზე. ყოველ ახალ ჯერზე ამატებს

ცრუ დეტალებს. ეს ბრალდებები თავიდან ბოლომდე სიცრუეა” – აღნიშნა მან.

მიმდინარე წლის თებერვალში პიტმა ჯოლის საფრანგეთში მდებარე საერთო ვენახის ნაკვეთის გაყიდვის გამო სასამართლოში უჩივლა. შატო წყვილმა 2008 წელს, ერთობლივად შეიძინა და 6 წელიწადში იქ ქორწილი გადაიხადა.

Cesko