-
სასწორი
(23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სიყვარულისა და მშვენიერების პლანეტა, ვენერა, სასწორის ნიშანში სექტემბრის ბოლოს გადავიდა. თვის პირველი კვირა, შესაძლოა მძიმეც კი იყოს, რადგან მოულოდნელად გაიგებთ თქვენს ურთიერთობაში არსებულ საიდუმლოებებს.
თუმცა თვის დანარჩენი ნაწილი, საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ მუშაობა მათ გამოსასწორებლად. სასწორი, სწორედაც რომ ვენერას მფარველობის ქვეშაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თქვენს ნიშანში ჯადოსნურად ვლინდება. ამასთან ერთად, ახლა თქვენი სეზონია, თქვენი დაბადების დღე!
საქმე იმაშია, რომ სასწორების შემთხვევაში, ვენერა სულაც არ განაგებს რომანტიკულ ურთიერთობებს, არამედ უფრო მეტად, გაძლევთ ინფორმაციას, რა გჭირდებათ რომანტიკულ კავშირში, რათა თავი ბედნიერად იგრძნოთ. ჩვენი რჩევაა, გამოიყენეთ ეს თვე, როგორც შესაძლებლობა, რათა თქვენი ურთიერთობის საფუძველი უფრო, სტაბილური გახადოთ.
-
მორიელი
(23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ახალი მთვარის დაბნელება, რომელიც თქვენს ნიშანში ხდება, მიგანიშნებთ, რომ ეს თქვენი თვეა! ბოლო ორი თვის განმავლობაში, დაძაბული ან გაურკვეველი ურთიერთობების შემდეგ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენ ვიცით, რომ ახალ მთვარეს, ახალი დასაწყისი მოაქვს, დაბნელება კი, გარე ცვლილებების ინდიკატორია.
ოქტომბრის მთვარის დაბნელებების მთავარი თემებია, პიროვნული ცვლილებები და რომანტიკული ურთიერთობები. ამ თვეში, ნაცვლად იმისა, რომ იფიქროთ რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი, თქვენ გექნებათ ძალა, რომ დაიწყოთ მოქმედება.
ეს თვე, იქნება თქვენი გაკვეთილი. ამიტომ დარწმუნდით, რომ გაუფრთხილდებით საკუთარ თავს და არ მოითხოვთ მეტისმეტად ბევრს, მაგრამ, პარალელურად, გახვალთ თქვენი კომფორტის ზონიდან. დაიმახსოვრეთ, ამ თვეში, ეს ერთადერთი გზაა, რათა თქვენი ოცნების ურთიერთობა მოიზიდოთ!
-
მშვილდოსანი
(22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ტყუპები, ეს არის თქვენი საპირისპირო ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს რომანტიკული უერთიერთობებზე. ცეცხლოვანი მარსი, უკვე მთელი თვეა ტყუპების ნიშანშია და ახლა, რეტროგრადული მოძრაობისთვის ემზადება. ეს ნიშნავს, რომ თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაში, პოზიტიური ცვლილელების დრო დგება!
მარსი ვნებისა და ენერგიის პლანეტაა, რომელიც ტყუპების ნიშანში, ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური და ინოვაციური ხდება. თუ თქვენ გიჭირთ რომანტიკულ ცხოვრებაში რისკიანი და რთული გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ ეს არის ენერგია, რომელსაც ელოდით.
მიუხედავად იმისა, რომ ტყუპების ენერგია მართავს რომანტიკას, თევზები მართავენ ერთგულებას. ამ თვეში იუნო, ქორწინების ასტეროიდი და იუპიტერი, სიუხვის პლანეტა, სწორედ თევზების ნიშანში გადადიან. ეს ყველაფერი კი, უპირობო სიყვარულის საფუძველია. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თვე, თქვენი სასიყვარულო ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი გახდება.