„კონვერტებით რიგდება „ოცნების“ ოფისიდან ფული და მათ შორის, ოპოზიციაზეც!“ – ვის ამხელს შალვა ნათელაშვილი

0
923
26 Views

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.

– პარლამენტში კომისია რომ შექმნეს, ვითომ ევროკომისიის მიერ ხელისუფლებისთვის მოთხოვნილი 12 პუნქტის შესასრულებლად, ამის შესახებ რას იტყვით?

– რა კომისია შექმნეს, როდესაც პირდაპირ ამბობენ, ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, დანარჩენები ოლიგარქების ხართ და ამის შესახებ კანონი უნდა მივიღოთო. კანონს რომ მივიღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ, ივანიშვილს არ შეეხებაო. ჯერ კანონი არ მიუღიათ და წინასწარ იციან გვარ-სახელებით, ვის შეეხება და ვის – არა. ამ კომისიაში ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლა ასეთი წინაპირობით, მთელი იმ პროცესის დისკრედიტაციაა, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაერთიანების ტენდენციებს.

– რატომ იმასხრებენ თავს ოპოზიციონერი დეპუტატები, რატომ შედიან იმ კომისიაში, რომელიც რეალურად არაფერს შეცვლის ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით?

– იმიტომ, რომ ვალდებულებები აქვთ აღებული და ყველა ვალს გადახდა უნდა. პარლამენტში უფასოდ ხომ არ შევიდნენ? ძალიან დიდი ფული იყო  დადებული, ესენი პარლამენტში რომ შესულიყვნენ. ივანიშვილის გადარჩენაზე იდგა საკითხი. ის რა ფულს გაიღებდა, ხომ წარმოგიდგენიათ? პარლამენტში შესვლის თანხა ცალკე იყო, მერე ვინც შევიდა, იმათი ბიზნესების შენარჩუნება, იმათი ტენდერები, მიწის ნაკვეთები, პრივილეგიები… ყოველთვე კონვერტით მოსული ფული  „ქართული ოცნების“ ოფისიდან. თქვენ იცით, ალბათ, რომ კონვერტებით რიგდება „ოცნების“ ოფისიდან ფული და მათ შორის, ოპოზიციაზეც. ახლა, სუს-იდან რომ ფინანსდება ელისაშვილი და იოსელიანი, მე მგონი, მთელმა მსოფლიომ იცის. ახლა ამდენი ვალდებულებების ფონზე, ეშინიათ კიდევაც. ამ ყველაფერს, მოლაპარაკებებს ბიზნესებისა და ტენდერების შესახებ, ფულის აღებას, ყველაფერს უღებენ, უწერენ. პანაშვიდზე ვერ მივდივარ და ოჯახის წევრის პანაშვიდზე მომადგა სუს-ის გადამღები ჯგუფი. დიახ, ამ ყველაფერს იწერენ, აფაქტებენ და მერე „გაუძრობენ“, თუ ივანიშვილის დავალებები ზუსტად არ შეასრულეს.

წყარო: “ალია”

Cesko