აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში – პეტრეუსი

0
617
30 Views

CIA-ს ყოფილმა დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებს თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

“ჰიპოთეტურად რომ გითხრათ, ჩვენ ვუპასუხებდით ნატოს – კოლექტიური ძალისხმევის ხელმძღვანელობით, რომელიც ამოიღებს ყველა რუსულ კონვენციურ ძალას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამოვიცნობთ ბრძოლის ველზე უკრაინაში და, ასევე, ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში“.

კითხვაზე, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში მიიყვანს თუ არა ამერიკასა და ნატოს ომამდე, პეტრეუსმა აღნიშნა:

“ეს არ იქნება სიტუაცია, რომელიც გამოიწვევს ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედებას, რადგან უკრაინა ნატოს წევრი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად აშშ-სა და ნატოს პასუხი იქნება სათანადო“, – დასძინა პეტრეუსმა.

Cesko