CIA-ს ყოფილმა დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებს თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.
“ჰიპოთეტურად რომ გითხრათ, ჩვენ ვუპასუხებდით ნატოს – კოლექტიური ძალისხმევის ხელმძღვანელობით, რომელიც ამოიღებს ყველა რუსულ კონვენციურ ძალას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამოვიცნობთ ბრძოლის ველზე უკრაინაში და, ასევე, ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში“.
კითხვაზე, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში მიიყვანს თუ არა ამერიკასა და ნატოს ომამდე, პეტრეუსმა აღნიშნა:
“ეს არ იქნება სიტუაცია, რომელიც გამოიწვევს ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედებას, რადგან უკრაინა ნატოს წევრი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად აშშ-სა და ნატოს პასუხი იქნება სათანადო“, – დასძინა პეტრეუსმა.