ირაკლი მაქაცარიამ გაამხილა, თუ როგორ გაიცნო და რა მიწერა პირველად ლიზა ჩიჩუას

0
477
29 Views

ტელეწამყვანმა, ირაკლი მაქაცარიამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “ნოესთან” საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

ირაკლი ისაუბრა, თუ როგორ გაიცნო ლიზა ჩიჩუა და როგორ აეწყო შემდეგ მათი ურთიერთობა.

“ჩემი და ლიზას ურთიერთობის შესახებ სიამაყით ვსაუბრობ ხოლმე. ადრე გოგოს ყვავილსაც ვერ ვაჩუქებდი, დისკომფორტს განვიცდიდი და ახლა შეიძლება 50 ბუშტით დამინახო და ყვავილით. ტრანსფორმაცია ხდება ბუნებრივად. პირველად, ლიზას შესახებ გავიგე ჩემი უახლოესი მეგობრის ოჯახისგან, რომელმაც ფეისბუქზე მაჩვენა ლიზას ფოტო. ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ადამიანია-მეთქი. პირველად ვინც ლიზას შეხედავს, გამორიცხულია, რომ რაღაც უარყოფითი ემოცია დაეუფლოს და როდესაც ვკითხე რამდენი წლის არის-მეთქი, 20 ან 21-ო ეს პასუხი მივიღე. თავიდანვე მოვჭერი, ძალიან კარგი გოგოა, მომეწონა, მაგრამ ალბათ ნაკლებად შევძლებ, რომ კომუნიკაცია დავამყარო-მეთქი. გავიდა, რაღაც გარკვეული ხანი და ეს ღიმილი არ ამომდიოდა თავიდან, პერიოდულად ვათვალიერებდი სოციალურ ქსელში მაგრამ კონტაქტზე არ გავდიოდი.

შემდეგ მოხდა ისე, რომ ბათუმში ვიყავი, დავასრულეთ გადაღება და მეგობარმა მომწერა გნახავ გამოდიო. მივედით ერთ-ერთ კლუბი, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იყო და გადავიფიქრეთ შესვლა, თუმცა ამ დროს კლუბის მენეჯერმა, რომელიც ჩემი მეგობარია დამიძახა მოდი შეგიყვანთო. შევედით და ძალიან ბევრი ხალხი იყო და სანამ მაგიდას გვიწყობდნენ, რომ დავმსხდარიყავით, დაახლოებით 10 მეტრში დავინახე დგას მშვენიერი, გაღიმებული ლიზა, კარგ ხასიათზე ცეკვავს და გავშეშდი.

პირველი მომენტი იყო, რომ ცოტა ხანს იმ სივრცეში დავიკარგე. ვხედავდი მხოლოდ ლიზას და ვიდექი მხოლოდ მე. ლიზა ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც ლიზას ვუყურებდი მივხვდი, რომ ის არის ის ერთადერთი. მთელი ღამე ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მიმეწერა და ბოლოს მივწერე “ძალიან საყვარელი ლიზიკო”. საბედნიეროდ ისე გამოვიდა, რომ ეს კონტაქტი შედგა და ვიყავი 15-16 წლის ბიჭივით აჟიტირებული და აბსოლუტურად სხვა ირაკლი”, – განაცხადა მაქაცარიამ.

Cesko