“ულიმიტო ინტერნეტ კვირა 5ლარი ღირდა და 7ლარი რომ გახადეს, სამარცხვინოები!” – თამარ ივერის აღშფოთება

0
500
21 Views

ცნობილი სოპრანო თამარ ივერი ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია – “მაგთიკომის” მიერ ულიმიტო ინტერნეტის საფასურის არაადეკვატურ ზრდას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

„ყოვლად უნამუსო და სამარცხვინო MagtiCom – მაგთიკომი

ულიმიტო ინტერნეტ კვირა 5ლარი ღირდა და 7ლარი რომ გახადეს, ხალხის უკმაყოფილების ტალღა მოჰყვა.სულ რამდენიმე თვე იყო 7ლარი და ახლა უცებ 9ლარი გაუხდიათ?.ეს იმის ნიშანია თუ როგორ ზრუნავთ თქვენს მომხმარებლებზე.ხელფასები რამდენი ლარით გაეზარდა ნეტავ იმ ხალხს…ჯერ ეგ გეკითხათ თქვენი სმს გამოკითხვებით მათთვის.

მარტო უაზრო “საკვირველი დღეების” და ვითომ შეთავაზებების პაკეტების ნაგავი სმს-ბით რომ ავსებთ მარტო მოსახლეობას!! აღარაფერს ვამბობ თქვენს ყოვლად უვარგის ბინის ინტერნეტზე….წარამარა რომ გაჭედილია დღეში 2-3 საათი….და იმ გაჭედილი საათების ფულსაც გვახდევინებთ.

ივერიის გაბრწყინების რა მოგახსენოთ, მაგრამ თქვენს გაუქმებას თუ მოვესწრებით….ეგეც მადლია!!”- წერს ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

Cesko