რუსეთში ალეკსანდრ დუგინის შვილის ავტომობილი ააფეთქეს, რის შედეგადაც დარია დუგინა გარდაიცვალა (VIDEO)

0
699
109 Views

ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, დარია დუგინა ავტომობილის აფეღქების შედეგად დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა მოსკოვის ოლქში მოხდა.

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მმართველის, დენის პუშილინის განცხადებით, ინციდენტში “უკრაინის რეჟიმის ტერორისტები” მონაწილეობდნენ და მათი სამიზნე გოგონას მამა იყო.

“უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, მისი ქალიშვილი ავტომობილში ააფეთქეს”, – წერს პუშილინი „ტელეგრამში“.

ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამა-შვილი შაბათს საღამოს ღონისძიებიდან შინ ერთი ავტომობილით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ალექსანდრ დუგინმა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და სხვა ავტომობილში ჩაჯდა.

BBC-ი წერს, რომ ალექსანდრ დუგინი ულტრა ნაციონალისტი იდეოლოგია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირად ითვლება. მას „პუტინის ტვინსაც“ უწოდებენ. თავად დარია დუგინა კი საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური დამკვირვებელი იყო, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს.

Cesko