ხელფასის გაცემა შესაძლოა, თვეში ორჯერ მოხდეს – რა წინადადებაზე იმსჯელებს პარლამენტი

0
469
27 Views

საქართველოში შესაძლოა, დაუბეგრავი მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდეს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა მიმართა.

როგორც წინადადებაში ვკითხულობთ, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 5 ლარით უნდა განისაზღვროს, შედეგად თვის განმავლობაში სრული დაუბეგრავი მინიმალური ხელფასი იქნება 800 ლარი.

გარდა ამისა, პოზიციის იერარქიასთან ერთად მინიმალურ საათობრივ ანაზღაურებას უნდა დაემატოს საათში – 1 ლარი. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, უქმე დღეებსა და ღამის ცვლაში (22:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე) მუშაობა უნდა ანაზღაურდეს გაორმაგებული დაუბეგრავი მინიმალური საათობრივი ხელფასით.

ამასთან, მოქალაქის წინადადება გულისხმობს, რომ შრომის ანაზღაურება გაიცეს არანაკლებ თვეში ორჯერ. ასევე ცვლილების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ნებისმიერი ანაზრაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 1%.

საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, რომელმაც გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.

Cesko