40 Views
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და გერმანიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რიჩარდ გრენელი უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ტვიტს გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ „თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, უკრაინა მზად არის თავისი შეიარაღებული ძალებით ადგილზე იმოქმედოს“.
„შეშლილი ხარ“, – დაწერა Twitter-ზე რიჩარდ გრენელმა, რომელმაც ალექსეი გონჩარენკოს შესაბამისი ტვიტი გააზიარა.
31 ივლისს, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ სერბეთის მიერ კოსოვოში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინა კოსოვოს სამხედრო მხარდაჭერას აღმოუჩენს.