აშშ-ის დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ალექსეი გონჩარენკოს: შეშლილი ხარ

0
872
39 Views

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და გერმანიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რიჩარდ გრენელი უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ტვიტს გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ „თუ სერბეთი კოსოვოში შეიჭრება, უკრაინა მზად არის თავისი შეიარაღებული ძალებით ადგილზე იმოქმედოს“.

„შეშლილი ხარ“, – დაწერა Twitter-ზე რიჩარდ გრენელმა, რომელმაც ალექსეი გონჩარენკოს შესაბამისი ტვიტი გააზიარა.

31 ივლისს, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ სერბეთის მიერ კოსოვოში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინა კოსოვოს სამხედრო მხარდაჭერას აღმოუჩენს.

 

Cesko