“დე, მე დღეს გარდავიცვლები”… ჩემი ზეცას გაფრენილი ერთადერთი შვილი” – ბერი ანდრიას დედა

0
1645
266 Views

ბერი ანდრიას (ერისკაცობაში ნუგზარ მილორავა) დედა, თინათინ ჩხვიმიანი სოციალურ ქსელში შვილის გარდაცვალების 11 წლის თავთან დაკავშირებით წერს და ფოტოებს აქვეყნებს:

“ყველაზე მძიმე დილა თენდება, დღე როცა მითხარი: “დე, მე დღეს გარდავიცვლები”
მერე, ისიც ხომ მითხარი, მალე ერთად ვიქნებითო, მაგრამ, 11 წელია ველოდები როდის… ჩემი ზეცას გაფრენილი ერთადერთი შვილი ბერი ანდრია მილორავა”, – წერს ბერია ანდრიას დედა.

შეგახსენებთ, რომ 11 წლის წინ, 28 ივლისს, 17 წლის ასაკში აღესრულა ბერი ანდრია, რომელიც იშვიათ სენს ებრძოდა. ის უკვე საწოლს იყო მიჯაჭვული, როდესაც უწმინდესის კურთხევით ბერად აღკვეცეს.

Cesko