ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური გაათავისუფლა

0
513
34 Views

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური გრიგორი გალაგანი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ვიქტორ ხორენკო დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

„გათავისუფლდეს გრიგორი ანატოლიევიჩ გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

მედიის ცნობით, სხვა განკარგულებით, ზელენსკიმ ხორენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დანიშნა.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დაინიშნოს ვიქტორ ალექსანდროვიჩ ხორენკო”, – ნათქვამია განკარგულებაში.

ცნობისთვის, გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად 2020 წლის 25 აგვისტოს დაინიშნა.

Cesko